ესპანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში მოსულმა ძლიერმა წვიმამ რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა ქუჩები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან გარდაცვლილები და უგზო-უკვლოდ დაკარგულები.
ესპანეთის ლა ლიგამ ოფიციალურად ადასტურებს, რომ გადაიდება რამდენიმე მატჩი, მათ შორის მე-12 ტურის ეგიდით გასამართი "ვალენსიასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება.