ხვიჩა კვარაცხელიამ მილანთან გოლის გატანისა და 3 ქულის მოპოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
გუნდში ყველამ იცის, რომ იტალიის ჩემპიონობა ისევ შეგვიძლია. ახლა მთავარი ისაა, რომ მოგებათა სერია გავაგრძელოთ. ჩვენ ჩემპიონობის გვჯერა.
ლუკაკუ? - ის ძალიან თავმდაბალი და კარგი პიროვნებაა. მას მინდორზე მშვენივრად ვუგებ. რა თქმა უნდა, მის გვერდით თამაში ძალიან სასიამოვნოა.
- თქვა ხვიჩამ.
ნაპოლი ამ მომენტისთვის სერია A-ს 25 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ინტერს 7 ქულით უსწრებს.