ესპანეთის ჩემპიონატის რიგით მე-11 ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ხეტაფეს ესტუმრა და ერთი ქულა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა, - 1:1.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს თამაშის მოგება ბოლო წუთებზე ორი მშვენიერი ეპიზოდის შემდეგ მაინც შეეძლოთ, თუმცა ორივე შემთხვევაში ქართველმა მეკარემ დიდი კლასი გამოავლინა და საკუთარ გუნდს ქულა შეუნარჩუნა.
აი, რას ამბობს ამ მომენტების შესახებ ხეტაფეს ნახევარმცველი, ლუის მილია, რომელიც გიორგი მამარდაშვილის თამაშით უბრალოდ აღფრთოვანდა.