VIDEO: ჩაბალალა, მარსელო და გაზინსკი | ბოლო სამი მუნდიალის გახსნითი გოლები » სპორტის ხაზი

VIDEO: ჩაბალალა, მარსელო და გაზინსკი | ბოლო სამი მუნდიალის გახსნითი გოლები

VIDEO: ჩაბალალა, მარსელო და გაზინსკი | ბოლო სამი მუნდიალის გახსნითი გოლები
20-11-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

2010 წლის მუნდიალზე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, პირველი შეხვედრა ადგილობრივ ნაკრებსა და მექსიკას შორის შედგა, სადაც გახსნითი გოლი სამხრეთ აფრიკის ფორვარდმა, სიფივე ჩაბალალამ გაიტანა. საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა.

2014 წლის მუნდიალი ბრაზილიაში გაიმართა, პირველი შეხვედრა კი მსოფლიოს ჩემპიონატის რეკორდსმენსა და ხორვატიას შორის შედგა, რომელიც ბრაზილიელებმა 3:1 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი თავის კარში მარსელომ ჩაჭრა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში შედგა. რუსები პირველ ტურში საუდის არაბეთს დაუხვდნენ, სადაც მეტოქე 5:0 გაანადგურეს, პირველი გოლი კი იური გაზინსკიმ გაიტანა.

საინტერესოა, ვინ გახდება პირველი გოლის ავტორი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე? - შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი 20:00 საათზე მასპინძელ ყატარსა და ეკვადორს შორის შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი