საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის "ლიონმა" შინ "ოსერი" მიიღო და შეხვედრა ფრედ, 2:2 დაამთავრა.
მასპინძელთაგან ორივე გოლი ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზეა, რომელმაც პირველი თერთმეტმეტრიანი დარტყმის საშუალებით, პირველი ტაიმის მიწურულს შეაგდო, ხოლო მეორე თავური დარტყმით, 62-ე წუთზე.
სტატისტიკურმა ვებსაიტმა Sofascore, მიქაუტაძის ასპარეზობა მატჩში 10-ბალიანი სისტემით 9,1 ქულით შეაფასა, რაც უმაღლესია ორივე გუნდის შემადგენლობაში.