დიდიე დეშამი ბენზემას ნაცვლად არავის არ იძახებს? | დეტალები » სპორტის ხაზი

დიდიე დეშამი ბენზემას ნაცვლად არავის არ იძახებს? | დეტალები

დიდიე დეშამი ბენზემას ნაცვლად არავის არ იძახებს? | დეტალები
20-11-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივრებისთვის საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაცია გავრცელდა. როგორც დაიწერა, გუნდის ერთ-ერთმა უდავო ლიდერმა, კარიმ ბენზემამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც ფრანგი მუნდიალს ოფიციალურად გამოეთიშა.

მიუხედავად ამისა, ფრანგულმა L'quipe-მ დაწერა, რომ დიდიე დეშამი კარიმ ბენზემას ნაცვლად არავის გამოძახებას არ აპირებს, რაც ძალიან უცნაურია, რადგან რამდენიმე კარგი ფრანგი მოთამაშის მოძებნა კიდევ შეიძლებოდა.

ცნობისთვის, ფრანგებს კარიმ ბენზემას გარდა, წინა მუნდიალის ორი გამორჩეული მოთამაშე, ნგოლო კანტე და პოლ პოგბაც დააკლდებათ. გარდა ამისა, დიდიე დეშამის გუნდს კრისტოფერ ნკუნკუც არ ეყოლება, რომელიც ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთს ჯგუფში დანიის, ტუნისისა და ავსტრალიის ნაკრებებთან მოუწევს დაპირისპირება, პირველი შეხვედრა კი სიის უკანასკნელი გუნდის წინააღმდეგ 22 ნოემბრის 23:00 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი