21 წლამდე ნაკრებს ეროვნული გუნდიდან 3 მოთამაშე დაემატება | იხილეთ სია » სპორტის ხაზი

21 წლამდე ნაკრებს ეროვნული გუნდიდან 3 მოთამაშე დაემატება | იხილეთ სია

21 წლამდე ნაკრებს ეროვნული გუნდიდან 3 მოთამაშე დაემატება | იხილეთ სია
20-11-2022, 19:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს 21 წლამდე და ძირითადმა გუნდებმა ამხანაგური შეხვედრები ისრაელისა და მაროკოს ნაკრებების წინააღმდეგ გამართეს. ჩვენი ასაკობრივი გუნდი ისრაელთან 1:2 დამარცხდა, ხოლო ეროვნულმა ნაკრებმა შარჯაში 3:0 წააგო.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს 21 წლამდე ნაკრებს, რომელიც უკრაინას ხვალ შეხვდება, ეროვნული გუნდიდან სამი მოთამაშე დაემატება, ესენი არიან: ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი გოჩოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 21 წლამდე ნაკრებებს შორის ევრო 2023-ის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოს ნაკრებიც იქნება, სადაც ღირსეულად სათამაშოდ რამაზ სვანაძე ოპტიმალური შემადგენლობისა და ტაქტიკის ჩამოყალიბებას ამხანაგურ შეხვედრებში ცდილობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი