მიუნხენის ბაიერნის კანადელი მცველის, ალფონსო დევისის ტრანსფერით მორიგი ტოპ კლუბი დაინტერესდა - საუბარია მანჩესტერ იუნაიტედზე.
ინფორმაციას ამის თაობაზე Sky Germany ავრცელებს და ირწმუნება, რომ კლუბი ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა.
გარდა "წითელი ეშმაკებისა" 23 წლის მცველის დამატება მადრიდის რეალსაც სურს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ალფონსო დევისსა და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მომდევნო ზაფხულს ეწურება და დიდია შანსი ფეხბურთელმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.