UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია დღეს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ კუთვნილი ქამრის დაცვას შეეცდება.
ბრძოლამდე რამდენიმე საათით ადრე, ამავე ორგანიზაციის მებრძოლმა ბელალ მუჰამადმა ილიაზე ისაუბრა და რამდენიმე კვირის წინ, მისი ისლამ მახაჩევთან "დაპირისპირება" განიხილა.
"ილიას ნაპოლეონის სინდრომი აქვს. მან ახლა მხოლოდ ჰოლოუეიზე უნდა იფიქროს, დაღესტნელებს კი შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს, რადგან როცა მათ პირადად შეხვდება, სილა მოხვდება. ასეთ რაღაცეებს მარტივად არ ატარებენ და არც "თრეშ თოლქი" უყვართ, მათთვის ეს ყველაფერი რეალური ცხოვრებააა", - განაცხადა ბელალმა.