საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მუნდიალის ფავორიტები დაასახელა » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მუნდიალის ფავორიტები დაასახელა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მუნდიალის ფავორიტები დაასახელა
20-11-2022, 17:15
Aa Aa
გაზიარება:

ვლადიმერ ვაისმა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2016-2020 წლებში წვრთნიდა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის რამდენიმე გამოკვეთილი ფავორიტი დაასახელა, რომელთა შორისაც ლიონელ მესის არგენტინა და კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიაც მოხვდნენ:

"მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები? - ვფიქრობ, საქმე რამდენიმე ნაკრებთან გვაქვს, ესენი არიან: გერმანია, არგენტინა, ბრაზილია და საფრანგეთი. ასევე, შესაძლოა, რომ პორტუგალიაც გამოვარჩიოთ, რომელსაც გულშემატკივრებისთვის სიურპრიზის შეთავაზება შეუძლია. არსებობს შანსი, რომ პორტუგალიამ ფინალში ითამაშოს, მე ასე ვფიქრობ." - ვლადიმერ ვაისი.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ვაისი სლოვაკურ სლოვან ბრატისლავას წვრთნის, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.