'მიიღეთ ჩვენი გულითადი მოლოცვა!' - უელსის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს ამ წარმატებას ულოცავს » სპორტის ხაზი

'მიიღეთ ჩვენი გულითადი მოლოცვა!' - უელსის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს ამ წარმატებას ულოცავს

'მიიღეთ ჩვენი გულითადი მოლოცვა!' - უელსის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს ამ წარმატებას ულოცავს
20-11-2022, 13:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, 'ბორჯღალოსნებმა' კარდიფში მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი ლიდერი, უელსის უძლიერესი ნაკრები სენსაციურად დაამარცხეს და ქართული რაგბის ისტორიაში სრულიად ახალი ფურცელი გადაშალეს. მატჩის დასრულების შემდეგ, უელსის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართეს.

უელსის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი, ჯერალდ დევისი - "მიიღეთ ჩვენი გულითადი მოლოცვა! გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ თამაშს! საქართველოს ნაკრებმა ბოლო თვეების განმავლობაში საოცარ წარმატებას მიაღწია. გისურვებთ საუკეთესო მომავალს – ასე განაგრძეთ, მაგრამ ნუ იქნებით ზედმეტად ძლიერები მსოფლიო თასზე."

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, მერაბ შარიქაძე - "მინდა, უელსს მადლობა გადავუხადო ასეთი მასპინძლობისთვის. ეს არის საოცარი ქვეყანა, სადაც ჩამოსვლა ყოველთვის გვიხარია. ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი გამოცდილება. მადლობა ვუხდი უელსის ნაკრებს, ჩვენთვის დიდი პატივი იყო თქვენთან თამაში."

'მიიღეთ ჩვენი გულითადი მოლოცვა!' - უელსის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს ამ წარმატებას ულოცავს

'ბოჯღალოსნების' უმნიშვნელოვანესი გამარჯვება კარდიფში

საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე - "დიდი მადლობა ამ მშვენიერი დღისთვის. მადლობა უელსის ნაკრებს. ჩვენ ეს მთელი ცხოვრება გვემახსოვრება. ჩვენ ვართ დიდი ისტორიის პატარა ქვეყანა, რომელიც ძალიან რთულ რეგგიონში მდებარეობს. დღევანდელი დღე კი სწორედ იმის დადასტურებაა, რომ ისტორიულად ჩვენ ამ ოჯახის ნაწილი ვართ. ყველას გვთხოვთ, მოგვეცით საშუალება, რომ ასეთი მაღალი დონის თამაშები ასეთ ატმოსფეროში ჩავატაროთ, რომ რაგბის განვითარებაში ერთად შევიტანოთ წვლილი. აი, უელსელემა ბიჭებმა თამაში წააგეს, მაგრამ მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენს მორაგბეებს გადაეხვივნენ და გამარჯვება მოულოცეს. მთელი მსოფლიო ასე უნდა იქცეოდეს. თამაშის დასრულების შემედგ, ჩემი კოლეგა იღიმოდა და გვილოცავდა. ეს არის სწორედ ის, რაც თანამედროვე სამყაროს სჭირდება."


'საქართველოს ნაკრები ექვს ერში'

მოგახსენებთ იმასაც, რომ 'ბორჯღალოსნებმა' უელსის ეროვნული ნაკრები, ანგარიშით 12:13 დაამარცხეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი