ოსიმენის სცენარი არ უნდა განმეორდეს - კვარა და ნაპოლი კვლავ ვერ თანხმდებიან » სპორტის ხაზი

ოსიმენის სცენარი არ უნდა განმეორდეს - კვარა და ნაპოლი კვლავ ვერ თანხმდებიან

ოსიმენის სცენარი არ უნდა განმეორდეს - კვარა და ნაპოლი კვლავ ვერ თანხმდებიან
20-10-2024, 16:49
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას და ნაპოლის ახალი კონტრაქტი იტალიაში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანია.

მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ, თუმცა შეთანხმებამდე ჯერ კიდევ შორს არიან - ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა Corriere Dello Sport შიშობს, რომ ხვიჩას შემთხვევაშიც ოსიმენის სცენარი არ განმეორდეს.

მათივე თქმით, ნაპოლიმ ზემოთხსენებული საკითხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაჭრას, წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდება.

ცნობისთვის, ხვიჩას ამჟამინდელი კონტრაქტი ნაპოლისთან 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა მხარეები გაუმჯობესებული ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი