"უელსის ნაკრები ბევრ კომპონენტში დავჯაბნეთ" - ლევან მაისაშვილი » სპორტის ხაზი

"უელსის ნაკრები ბევრ კომპონენტში დავჯაბნეთ" - ლევან მაისაშვილი

"უელსის ნაკრები ბევრ კომპონენტში დავჯაბნეთ" - ლევან მაისაშვილი
19-11-2022, 22:15
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ, რაც საქართველომ უელსი კარდიფში 12:13 დაამარცხა, ჟურნალისტებთან კომენტარი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველებმა მეტოქე ბევრ სათამაშო კომპონენტში დაჯაბნეს:

"ყველასათვის ნათელია თუ რამდენად სასიხარულო და მნიშვნელოვანია დღევანდელი გამარჯვება. უელსი ძლიერი გუნდია და მათ უპირატესობის თავიდანვე მოპოვება ახასიათებთ, თუმცა ჩვენმა გეგმამ კარგად იმუშავა. შეხვედრაში იყო მომენტები, სადაც უელსის ნაკრებმა გვაჯობა, თუმცა ჩვენი ბიჭების რწმენამ და თავდაჯერებამ საბოლოოდ გამარჯვება მოგვიტანა. მინდა შევაქო როგორც სასტარტოში დაყენებული, ისე შეცვლაზე შემოსული მორაგბეები, მათ საქმეს თავი ბრწყინვალედ გაართვეს, რაც შედეგშიც აისახა. ვფიქრობ, უელსის ნაკრები ბევრ სათამაშო კომპონენტში დავჯაბნეთ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ბიჭებსა და გულშემატკივრებს, ჩვენ ისტორია კიდევ ერთხელ დავწერეთ." - ლევან მაისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 2022 წელს 6 ერის ორი წარმომადგენელი, იტალია და უელსი დაამარცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი