"ლიონის" თავკაცმა, პიერ საჟმა, ფრანგულ მედიასთან საუბრისას კომენტარი გუნდის ქართველ თავდამსხმელზე, გიორგი მიქაუტაძეზეც გააკეთა.
"ვფიქრობ, მიქაუტაძის მიმართ ლიონში დიდი მოლოდინებია.
პირველ მატჩებში მან გოლის გატანა ვერ შეძლო. რენში ამის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.
გოლის გატანის შანსი არაერთხელ აქვს და ხშირადაც ცდილობს ამას.
მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ ადგილს იპოვის, ახლა ის გუნდთან შეჩვევის პროცესშია."
- ამბობს ფრანგი სპეციალისტი.