'ფეხბურთელები, მწვრთნელები და ნაკრების წევრები გვერდში მედგნენ' - გოჩოლეიშვილი სადებიუტო მატჩზე » სპორტის ხაზი

'ფეხბურთელები, მწვრთნელები და ნაკრების წევრები გვერდში მედგნენ' - გოჩოლეიშვილი სადებიუტო მატჩზე

'ფეხბურთელები, მწვრთნელები და ნაკრების წევრები გვერდში მედგნენ' - გოჩოლეიშვილი სადებიუტო მატჩზე
19-11-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

მაროკოს წინააღმდე გამართულ შეხვედრაში, სადაც 'ჯვაროსნები' ანგარიშით 3:0 დამარცხდნენ, დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდა ფეხბურთელს, გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელმაც მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა.

"ყველა დადებითად და თბილად შემხვდა, რამაც გამიადვილა ადაპტაცია. რამდენიმეს ახალგაზრდული ნაკრებიდან ვიცნობდი, გამოცდილი და სტაჟიანი ფეხბურთელების უმეტესობა კი ახლა გავიცანი. მეგობრული და კარგი გარემო დამხვდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად. მადლობა ყველას, ვინც გვერდში დამიდგა.

სანიოლმა დამირეკა და პირველ რიგში მომილოცა ნაკრებში გამოძახება. ამის შემდეგ, როდესაც თეორიაზე ვიყავით, მითხრა, რომ თუ მომეცემოდა თამაშის საშუალება, მაქსიმალურად თავისუფლად ვყოფილიყავი. მისმა ამ სიტყვებმა მეტი შემართება მომცა."

ელოდით, რომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებდით? - "ძირითადში თამაშს არ ველოდი. უბრალოდ, თამაშის წინა დღეს ვარჯიშზე მკითხა, თუ როგორ ვგრძნობდი თავს. მეორე დღეს კი, როდესაც გავიგე, რომ ძირითად შემადგენლობაში დავიწყებდი მატჩს, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. თამაში მოულოდნელი იყო, ერთგვარი სურპრიზი იყო. მატჩისწინა თავისებური მღელვარება იყო, მაგრამ შემდეგ გამიარა ამ მცირე ნერვიულობამ და განვაგრძე თამაში ჩემი ქვეყნისთვის."

'ფეხბურთელები, მწვრთნელები და ნაკრების წევრები გვერდში მედგნენ' - გოჩოლეიშვილი სადებიუტო მატჩზე

გოჩოლეიშვილმა სადებიუტო მატჩზე ისაუბრა

ნაკრებში რა მოგხვდათ თვალში განსაკუთრებით? - "ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ ნაკრების წევრები გვერდში მედგნენ. ამან კიდევ უფრო გამიმარტივა თამაში. გუნდი აშკარად ერთ მუშტად არის შეკრული და დიდი ოჯახია.'

რას იტყვი ნაკრების კაპიტან გურამ კაშიაზე? - "ის გუნდის ლიდერია, რომელსაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს. მან მესაუბრა, გამიზიარა გამოცდილება, დამამშვიდა და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა."

შეგახსნებთ იმასაც, რომ გიორგი გოჩოლეიშვილმა კონტრაქტი 'შახტართან' შეათანხმა. ის მომავალი წლიდან უკრაინულ კლუბში ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი