მადრიდის რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს საშინაო არენის სახელის შეცვლა არ სურს და აცხადებს, რომ ეს არც არასდროს მოხდება - ინფორმაციას ამის თაობზე Madrid Universal ავრცელებს.
პერესის თქმით, არ სურს სტადიონს ოდესმე მისი სახელი ეწოდოს, მისი სურვილია "სანტიაგო ბერნაბეუ" სახელწოდების შენარჩუნება, რადგან ეს ისტორიული მნიშვნელობისაა და კლუბს მასთან საოცარი მოგონებები აკავშირებს.
მისივე თქმით, ოდესღაც თუ ეს მოხდება, შეუძლიათ პერესის სახელი საწვრთნელ ბაზას უწოდონ.