სანაკრებო პაუზაზე, ლამინე იამალი შეცვალეს , როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მან მცირე დისკომფორტი იგრძნო.
17 წლის შემტევს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და ტრავმა არ დაუდგინა.
ტესტებმა აჩვენა, რომ ფეხბურთელს უბრალოდ კუნთების გადაღლილობა აქვს.
თუმცა როგორც ჩანს, ის ეროვნული გუნდის მომდევნო მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს და ბარსელონაში დაბრუნდება, რადგან საკლუბო ფეხბურთის განახლებას დასვენებული შეხვდეს.