როგორც ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში დაწერა, ბარსელონაში პაბლო გავის დაბრუნების თარიღი საკმაოდაა მოახლოებული.
ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციით, ბარსას გერმანელი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი აპირებს, რომ გავი განაცხადში სევილიასთან მატჩისთვის შეიყვანოს.
ბარსელონა სევილიას ლა ლიგის უახლოეს ტურში ხვდება. აღნიშნული შეხვედრა სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ოქტომბერსაა ჩანიშნული.