იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ვენეცია სტუმრად 76:68 დაამარცხა.
ბოლონიელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო. შენგელიამ მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 17 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა. თორნიკემ 8 დან 5 ორქულიანი, 3 დან 1 სამქულიანი და 4 დან 4 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
11 ქულით დაასრულა შეხვედრა მარკო ბელინელიმ, ხოლო ვირტუსს 9 ქულა ზიზიჩმა შესძინა.
იტალიის ჩემპიონატში ქართველი კალათბურთელის გუნდს 3 დან 3 მოგება აქვს და პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს ვირტუს ბოლონია 20 ოქტომბერს ტორტონასთან ჩაატარებს.