ერთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები პოლონეთში უკრაინას შეხვდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ვილი სანიოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"საწყისი 30 წუთი კატასტროფა იყო, არანაირი ინტენსივობა და აგრესიულობა არ გვიჩვენებია. საპასუხოდ კი მეტოქე საპირისპიროდ იქცეოდა და დამსახურებულადაც გავიდნენ წინ, თუმცა ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში ჩვენ უფრო მეტი შანსი გქვონდა, სწორედ ამიტომ მარცხი მტკივნეულია.
მოტივაციის პრობლემა ნამდვილად არ გვქონია - ჯერ კიდევ ის გუნდი ვართ, რომელსაც გაუმჯობესება და თამაშების მოგება სურს", - განაცხადა სანიოლმა.