ერთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები პოლონეთში უკრაინას შეხვდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.
მიუხედავად მარცხისა, სანიოლის გუნდი ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს, ამდენივე ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებს, რაც შეეხება ალბანეთს და უკრაინას, ისინი 3-3 ქულით მე-3 და მ-4 პოზიციას ინაწილებენ.