ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ Championat-თან ინტერვიუში საქართველოს და უკრაინის ნაკრების მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
"ბოლო თამაშებში საქართველოს ნაკრები ძალიან კარგად გამოიყურება და იმედი მაქვს, იგივე მოხდება უკრაინასთანაც. ჩვენი მეტოქე ბოლო პერიოდში არც ისე კარგად გამოიყურება, მაგრამ ეს დიდ არაფერს ცვლის.
როგორც ვიცი, ტრავმის გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდებათ, მიუხედავად ამისა მარტივ მატჩს არ ველოდებით.
დამატებით ინტრიგას ამ შეხვედრას ისიც სძენს, რომ ქართველები და უკრაინელები სპორტულ ასპარეზზე ერთმანეთს ყოველთვის ეჯიბრებოდნენ - ნაკრებები, კიევის დინამ-თბილისის დინამოს წინააღმდეგ და ა.შ.
იმედია, ქულას მაინც ავიღებთ და თუ მოვიგებთ, ძალიან კარგი იქნება", - განაცხადა აჩიმ.