საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მორიგ შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 22:45-ზე უკრაინასთან გასვლაზე გამართავს და მორიგი 3 ქულის აღებას შეეცდება.
აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი ეროვნულ ლიგაში მუშაობის გამოცდილების მქონე უკრაინელმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ გააკეთა.
მიჭირს ამაზე ლაპარაკი, რადგან უკრაინა თამაშობს, მაგრამ ობიექტურობა უნდა დავიცვათ და ვთქვათ, რომ ქართველები ფავორიტები იქნებიან.
საქართველო ახლა დიდი აღმავლობის გზას ადგას და ევროზეც განსაკუთრებულად გამოვიდნენ. ძალიან რთული იქნება, რომ ისინი შევაჩეროთ, რადგან ყველა თამაშში ახლიდან ძლიერდებიან.
- თქვა დემჩენკომ.