საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის ნაკრებთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში გამართა. პოზნანში, მატჩისწინა საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ერთა ლიგის მოახლოებული მატჩების შესახებ ნაკრების კარის დარაჯმა, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.
"უკრაინის ნაკრებთან რთული თამაში გველის. მეტოქეს ბევრი ფეხბურთელი აკლია, არ იქნებიან ოპტიმალური შემადგენლობით, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ ჰყავთ იმ დონის მოთამაშეები, რომლებიც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო წარმატებული სვლის გაგრძელება. ჩემი აზრით, ამ დავალებას თავი კარგად გავართვით. რა თქმა უნდა, ეს სერია უნდა გაგრძელდეს."
- ამბობს "მამარდა". (nakrebi.ge)