რუნი: "მარადონას და რონალდოს თამაშები ნანახი მაქვს, მაგრამ მესი მათზე უკეთესია" » სპორტის ხაზი

რუნი: "მარადონას და რონალდოს თამაშები ნანახი მაქვს, მაგრამ მესი მათზე უკეთესია"

რუნი: "მარადონას და რონალდოს თამაშები ნანახი მაქვს, მაგრამ მესი მათზე უკეთესია"
18-11-2022, 16:37
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, რონალდომ მანჩესტერ იუნაიტედში არსებულ სიტუაციაზე ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც საკმაოდ სკანდალური გამოდგა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, არც კლუბის მიმართ და არც იქ მომუშავე პერსონალის მიმართ დაიშურა კრიტიკა.

გარდა ამისა, რონალდომ ყოფილ თანაგუნდელზე, უეინ რუნიზეც გააკეთა კომენტარი:

"არ ვიცი რატომ მაკრიტიკებს რუნი ასე მკაცრად. ალბათ იმიტომ, რომ მან კარიერა უკვე დაასრულა, მე კი კვლავ მაღალ დონეზე ვთამაშობ. არ ვაპირებ იმის თქმას, რომ მასზე უკეთესად გამოვიყურები, რაც მართალია"

დღეს კი მედიაში რუნის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ინგლისელი ფორვარდი მესიზე საუბრობს და მას რონალდოზე და მარადონაზე წინ აყენებს:

"მესისა და რონალდოზე ყველას განსხვავებული შეხედულება აქვს, თუმცა ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩემთვის მესი უკეთესია.

მარადონას ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი, რომელიც მესის მსგავსი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ლეო უკეთესია.
", - განაცხადა რუნიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი