სოციალურ ქსელში ბარსელონას ახალი მეკარის, ვოიცეხ შესნის კომენტარი ვრცელდება, რომელიც პოლონელმა ახალ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
თუ შენ ბარსელონას წინადადებას უარს ეუბნები, ეს იმას ნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის გამოწვევების გასამკლავებელი კვერცხები არ გაგაჩნია.
გარდა ბარსას შემოთავაზებისა, სხვა რომელიმე კლუბისთვის სათამაშოდ ხელთათმანებს კვლავ აღარ გავიკეთებდი.
- თქვა შესნიმ.
შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენმა მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე იუქმებს, რის გამოც ლაპორტამ ასეთ ფორსმაჟორში ვოიცეხ შესნის დამატება გადაწყვიტა.