ბარსელონას ახალწვეულმა, ვოიცეხ შესნიმ ესპანურ გამოცემა Mundo Deportivo-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
34 წლის მეკარე წარსულში პაპარაცებს არაერთხელ "გამოუჭერიათ" სიგარეთის მოწევისას, რაც სკანდალური განხილვის საკითხი ხშირად ხდებოდა, პოლონელი არც ამ საკითხზე საუბარს მოერიდა.
"მოწევა? ჩემს პირად ცხოვრებაში არის ასპექტები, რომლებსაც არ ვცვლი და არავის საქმე არ არის, თუ ვეწევი, რადგან მჯერა, რომ ეს ჩემს სათამაშო ხარისხზე არ მოქმედებს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეუძლია შეცვალოს ჩემი პირადი ცხოვრება, კიდევ ერთხელ სცადონ, ამას არასდროს უმუშავია", - განაცხადა შესნიმ.
შეგახსენებთ, შესნიმ და ბარსელონამ ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.