სანაკრებო პაუზამდე Opta-მ ინგლისის ჩემპიონშიპის შესახებ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც გიორგი ჩაკვეტაძეს ვხედავთ.
როგორც მონაცემებში წერია, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მთლიან ჩემპიონატში ყველაზე მეტ სახიფათო მომენტს ქმნის!
Opta წერს, რომ ამ ასპექტში გიორგი 21 შექმნილი საგოლე შანსით ყველას აღემატება და მეორეადგილოსან აზაზის 6 მონაცემით უსწრებს.