როგორც ქართულ მედიაში იწერება, ბუდუ ზივზივაძის კარლსრუეში 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი, ალექსანდრე ნარიმანიძე ვარჯიშობს.
ქართულ მედიის ინფორმაციას ადასტურებენ გერმანული წყაროებიც, რომელთა მტკიცებითაც ნარიმანიძე კარლსრუეს მოწინავე გუნდში ირჯება.
ირკვევა, რომ იბერიას აღზრდილი ფეხბურთელი კარლსრუეში ახლა სინჯებზე იმყოფება და დიდი შანსია, რომ ნარიმანიძე ბუდუ ზივზივაძის თანაგუნდელი გახდეს.