UFC-ის ირლანდიელი ლეგენდა სოციალურ ქსელ ინსტაგრამში მერაბ დვალიშვილზე წერს და იმ ეპიზოდს იხსენებს, როდესაც მერაბი ტრიბუნაზე მყოფ გულშემატკივართან გადახტა.
საქმე იმაში იყო, რომ ერთ-ერთმა მაყურებელმა მერაბს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ქართველმა ვეღარ მოითმინა.
"მერაბი ლეგენდაა, სიტყვები შეარჩიე იმ ადამიანთან, ვის ცხოვრებაშიც არ იცი რა ხდება...
ზოგჯერ, ადამიანები ცხოვრებაში იმდენ წინაღობას გადიან, რომ ამ ეტაპზე ფეხებზე კიდიათ რა შეიძლება მოჰყვეს მათ ქცევებს. ამ დროს თქვენ ჩავარდებით ცუდ დღეში, ლაჩრებო", - წერს კონორი.