მოგეხსენებათ, 40 წლის ასაკში ანდრეს ინიესტამ საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულ ფაქტს ესპანელი ნახევარმცველის დიდი ხნის მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი, ლიონელ მესიც გამოეხმაურა.
"ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური და ერთ-ერთი მათგანი ხარ, ვისთან ერთადაც თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა.
ბურთს ძალიან მოენატრები, ისევე, როგორც ჩვენ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, ანდრეს, შენ ფენომენი ხარ!", - წერს მესი სოციალურ ქსელში.