გერმანელი მოთამაშე ლეროი სანე და მისი მიუნხენის "ბაიერნი" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან, შესაბამისად დიდია იმის ალბათობა, რომ მსურველმა ფეხბურთელის თავიანთ გუნდში გადაყვანა უფასოდ მოახერხოს, როცა ლეროი თავისუფალი აგენტი გახდება.
ბოლო დროის ცნობებით, სანეს დამატება მის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს სურს, და ყველაფრის კარგად წასვლის შემთხვევაში, ამ ტრანსფერზე ბოლომდე იბრძოლებენ
28 წლის შემტევს "რეკორდმაისტერის" მაისურით ყველა ტურნირზე 179-ჯერ აქვს ნათამაშები, ამ დროში კი მეტოქის კარის ბადე 49-ჯერ შეარხია.