"ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ ყველაფერი გამოვასწორეთ" - გიორგი მიქაუტაძე მეცის შესახებ » სპორტის ხაზი

"ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ ყველაფერი გამოვასწორეთ" - გიორგი მიქაუტაძე მეცის შესახებ

"ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ ყველაფერი გამოვასწორეთ" - გიორგი მიქაუტაძე მეცის შესახებ
18-11-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საფრანგეთის მეორე დივიზიონში მეცის შემადგენლობაში ქართველი ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, რომელმაც გასული ტურის შეხვედრაში პარიზის წინააღმდეგ 3 გოლი გაიტანა, რომლითაც საქართველოს ნაკრების შემტევი ბომბარდირთა დავის მე-3 პოზიციაზე 7 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გადავიდა.

ამ მომენტისთვის, მეცი ლიგა 2-ის მე-8 ადგილს 21 ქულით იკავებს. სწორედ ფრანგული კლუბის ბოლოდროინდელ ვითარებასა და ზოგად სიახლეებზე ისაუბრა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც მოახლოებულ შეხვედრაში ეპინალის დამარცხებისა და შესვენებაზე მშვიდად გასვლის სურვილი გამოთქვა:

"მეცს ჩავარდნა ჰქონდა, რადგან გვიჭირდა როგორც გოლების გატანა, ისე მატჩების მოგებაც. ეს ჩვენთვის რთული პერიოდი იყო, თუმცა მისი დაძლევა თასზე გამარჯვებით მოვახერხეთ, რასაც სენტ ეტიენისა და პარიზის დამარცხებაც მივაყოლეთ. რაც შეეხება საფრანგეთის ჩემპიონატს, აქ ზედიზედ შეხვედრების მოგება ნამდვილად არ გამოგვდიოდა, თუმცა მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ, მიჯრით გამარჯვებები მოვიპოვეთ. კარგია, რომ მე-2 ადგილთან დაშორება შევამცირეთ და ვიმედოვნებ, რომ თასზე ეპინალსაც დავამარცხებთ, რათა შესვენებაზე მშვიდად გავიდეთ." - გიორგი მიქაუტაძე.

ცნობისთვის, ქართველი ფორვარდის გუნდი მომდევნო შეხვედრას საფრანგეთის თასზე, 19 ნოემბრის 20:00 საათზე 1/64 ფინალურ სტადიაზე ეპინალის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი