'ძალიან გვიყვარს ჩვენი მეგობარი, მოძმე ქვეყანა' - კობახიძე უკრაინასთან მატჩზე საუბრობს » სპორტის ხაზი

'ძალიან გვიყვარს ჩვენი მეგობარი, მოძმე ქვეყანა' - კობახიძე უკრაინასთან მატჩზე საუბრობს

'ძალიან გვიყვარს ჩვენი მეგობარი, მოძმე ქვეყანა' - კობახიძე უკრაინასთან მატჩზე საუბრობს
18-11-2022, 15:57
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. უკრაინელთა ვარჯიშს სანდრო კობახიძე დაესწრო, რომელმაც საფეხბურთო კარიერის 12 წელი უკრაინულ კლუბებში გაატარა.

ქართველის კომენტარს უკრაინული Football 24 ავრცელებს:

"მოხარული ვარ, რომ უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები საქართველოში ითამაშებს. მხარს ვუჭერ უკრაინას, ჩვენ მეგობარ და მოძმე ქვეყანას. მოხარული ვარ, რომ ჩემს ძველ მეგობრებს ისევ შევხვდები, განსაკუთრებით რუსლან როტანს. (როტანი 'დნიპროში' კობახიძის თანაგუნდელი იყო)

უკრაინაში 12 წელი ვიცხოვრე, ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა. მინდა ვთქვა, რომ მთელი საქართველო განიცდის იმას, რაც უკრაინაში დღეს ხდება. მივმართავ უკრაინას - ვერ წარმოიდგენთ, თუ როგორ გიჭერთ ქართველი ხალხი მხარს. იმედი მაქვს, მალე მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს გულებში, ოჯახსა და სახლებში." -
განაცხადა სანდრო კობახიძემ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნული შეხვედრა 21 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი