Il Roma : 'ხვიჩა 'ნაპოლისთან' კონტრაქტს ჯერჯერობით არ გაახანგრძლივებს, თუმცა მისი ანაზღაურება გაიზრდება' » სპორტის ხაზი

Il Roma : 'ხვიჩა 'ნაპოლისთან' კონტრაქტს ჯერჯერობით არ გაახანგრძლივებს, თუმცა მისი ანაზღაურება გაიზრდება'

Il Roma : 'ხვიჩა 'ნაპოლისთან' კონტრაქტს  ჯერჯერობით არ გაახანგრძლივებს, თუმცა მისი ანაზღაურება გაიზრდება'
18-11-2022, 14:48
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი იტალიური გამოცემის Il Roma-ს მტკიცებით ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია 'ნაპოლისთან' კონტრაქტს ჯერჯერობით არ გაახანგრძლივებს.

ბევრი იწერებოდა იმაზე, რომ 'პარტენოპეი' 21 წლის შემტევთან ახალ კონტრაქტზე ახალ წლამდე მოილაპარაკებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდება.

როგორც ხსენებული წყარო წერს, კონტრაქტთან არსებული საკითხების განხილვა ზაფხულამდე გადაიდო, მაგრამ იანვრიდან ხვიჩა უფრო მეტ გასამრჯელოს მიიღებს.

'კვარას' ანაზღაურება 1,1 მილიონი ევრო გახლავთ, მაგრამ 2023 წლიდან ფეხბურთელი პერსონალურ ბონუსებსაც გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 'ნაპოლის' მაისურით კვარაცხელიას მონაგარი ამ სეზონში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი