'მეტოქის ნახევრიდან გაშვებული გოლი ახალი ქოცური რეკორდია' - გიორგი არველაძე მამარდაშვილზე » სპორტის ხაზი

'მეტოქის ნახევრიდან გაშვებული გოლი ახალი ქოცური რეკორდია' - გიორგი არველაძე მამარდაშვილზე

'მეტოქის ნახევრიდან გაშვებული გოლი ახალი ქოცური რეკორდია' - გიორგი არველაძე მამარდაშვილზე
18-11-2022, 14:10
Aa Aa
გაზიარება:

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე საქართველოს მაროკოსთან მარცხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც განაცხადა.

"ვაა… მეტოქის ნახევრიდან გაშვებული გოლი ახალი ქოცური რეკორდია…“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები მაროკოს წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში 0:3 დამარცხდა.

მე-5 წუთზე, ანგარიში 'სევილიას' თავდამსხმელმა იუსეფ ენ-ნასირიმ დამატებაზე გახსნა. წონასწორობის აღდგენა 10 წუთში დავით ვოლკოვს შეეძლო, მაგრამ რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. 29-ე წუთზე კი ჰაკიმ ზიეშმა ისეთი გოლი გაიტანა, რომელიც რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელი მთლიანად მოიცვა – 'ჩელსის' ნახევარმცველმა გურამ კაშიას გადაცემა ჩაჭრა, კარიდან გამოსული გიორგი მამარდაშვილი შენიშნა და ცენტრთან ახლოს, მოედნის საკუთარი ნახევრიდან გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი