ურუგვაელმა ფორვარდმა ედისონ კავანიმ ბოკა ხუნიორსთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა - ინფორმაციას ამის თაობაზე არგენტინული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
37 წლის კავანი ბოკას 2023 წელს შეუერთდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 43 თამაშში თავის გამოჩენა 20 გოლით მოახერხა.
გამოცდილი ცენტრ-ფორვარდი გერმანულ Transfermarkt-ს მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.