დიდი სკანდალი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე - ყატარმა ეკვადორის რვა ფეხბურთელი მოისყიდა » სპორტის ხაზი

დიდი სკანდალი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე - ყატარმა ეკვადორის რვა ფეხბურთელი მოისყიდა

დიდი სკანდალი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე - ყატარმა ეკვადორის რვა ფეხბურთელი მოისყიდა
18-11-2022, 13:41
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სოციალურ ქსელში სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა, რამაც მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.

ერთ-ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა 'ტვიტერზე' დაწერა, რომ მასპინძელმა ქვეყანამ (ყატარმა) ეკვადორის ნაკრების ფეხბურთელები მოისყიდა.

„ყატარმა რვა ეკვადორელი ფეხბურთელი მოისყიდა ჯამში 7,4 მილიონ დოლარად, რათა მათ წააგონ გახსნის მატჩი (0:1, გოლი მეორე ტაიმში). ხუთმა ინსაიდერმა ყატარიდან და ეკვადორიდან დაადასტურეს ეს.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ტყუილია. იმედი მაქვს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება იმოქმედებს შედეგზე. მსოფლიო წინ უნდა აღუდგეს კორუპციას ფიფა-ში."
– დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს იწყება. გახსნით შეხვედრაში კი ერთმანეთს სწორედ ყატარი და ეკვადორი დაუპირისპირებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი