ბრიტანულ მედიაზე დაყრდნობით, "პარი სენ-ჟერმენს" ეგვიპტელი ვარსკვლავის , მო სალაჰის შეძენა სურს და ამისთვის გარკვეული თანხა "ლივერპულს" უკვე გაუმზადა.
როგორც იწერება, ფრანგების გეგმაშია სალაჰისთვის სამ-წლიანი ხელშეკრულება და იმაზე მეტი ხელფასი ვიდრე მერსისაიდელებთან.
მიმდინარე სეზონში პრემიერლიგური კლუბის შემტევმა ცხრა მატჩი ითამაშა, ექვსი გოლი შეაგდო და ხუთჯერ გაატანინა თანაგუნდელს.