101-ე მატჩი ნაკრებში - გურამ კაშია "ჯვაროსნების" რეკორდსმენია » სპორტის ხაზი

101-ე მატჩი ნაკრებში - გურამ კაშია "ჯვაროსნების" რეკორდსმენია

101-ე მატჩი ნაკრებში - გურამ კაშია "ჯვაროსნების" რეკორდსმენია
18-11-2022, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები მაროკოს წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში 0:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა 101-ე აღმოჩნა ნაკრების ცენტრალური-მცველისთვის, გურამ კაშიასთვის, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

35 წლის ფეხბურთელი მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით 100 შეხვედრა ჩაატარა. პირველად ეს ლევან კობიაშვილმა მოახერხა, შემდეგ ჯაბა კანკავამ, ახლა კი მათ რიცხვს გურამ კაშიაც შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ კაშიას სანაკრებო კარიერა 2009 წელს დაიწყო. „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, გურამმა ჯერ საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში ითამაშა, შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს. მისი დებიუტი 2009 წელს, ჩერნოგორიის წინააღმდეგ შეხვედრაში შედგა.

კაშია ორჯერ, 2012 და 2013 წლებში დასახელდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად. მე-100 სანაკრებო მატჩი ერთა ლიგაში, გიბრალტარის წინააღმდეგ 2022 წლის 26 სექტემბერს ჩაატარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი