ესპანეთში, Movistar+ -მა ლუის ენრიკეს პარი სენ-ჟერმენში გატარებულ პირველ სეზონზე დოკუმენტური სერიალი გამოუშვა.
ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩებისთვის ემზადებოდნენ, "ბარსას" წინააღმდეგ, პარიზელები ორი მატჩის ჯამში (2:3, 4:1) გამარჯვებულები გამოვიდნენ და ნახევარფინალში გავიდნენ.
საპასუხო მატჩის წინ, ლუის ენრიკემ კილიან მბაპეს ვიდეო აჩვენა და აუხსნა თუ როგორ უნდა ემოქმედა სხვადასხვა სიტუაციებში.