"მანჩესტერ იუნაიტედის" სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისელთა კარის დარაჯი, ანდრე ონანა დაასახელეს.
გასულ თვეში აფრიკელმა მეკარემ "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ხუთი მატჩი ჩაატარა, სადაც შვიდი გოლი გაუშვა, ხოლო ორ შეხვედრაში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.