"შემტევის გადასაბირებლად მცდელობაც ჰქონდა"- ინგლისური კლუბი კვარაცხელიას შეძენას ცდილობს » სპორტის ხაზი

"შემტევის გადასაბირებლად მცდელობაც ჰქონდა"- ინგლისური კლუბი კვარაცხელიას შეძენას ცდილობს

"შემტევის გადასაბირებლად მცდელობაც ჰქონდა"- ინგლისური კლუბი კვარაცხელიას შეძენას ცდილობს
17-11-2022, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, რუდი გალეტმა, რომელიც Sportitalia-სა და Calciomercato-სთვის მუშაობს, სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გაავრცელა.

როგორც გალეტი წერს, ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით პრემიერ-ლიგის ერთ-ერთი კლუბი სერიოზულად არის დაინტერესებული.

"ხვიჩა კვარაცხელაისთვის ინგლისური სირენები გაჟღერდა. სერია A-ს 12 შეხვედრაში გატანილმა 6-მა გოლმა და მიწერილმა 7-მა საგოლე გადაცემამ პრემიერ-ლიგის გრანდის ყურადღება მიიქცია და მან კონკრეტული ნაბიჯიც გადადგა.

ჩვენი ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა ნიადაგი მოსინჯა და შემტევის გადასაბირებლად არაოფიციალური მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ ნაპოლისგან უარი მიიღო. პარტენოპეის სურს, თავისი ტალანტი შეინარჩუნოს და ის გუნდში დიდი ხნის განმავლობაში დატოვოს"
- წერს გალეტი.

"შემტევის გადასაბირებლად მცდელობაც ჰქონდა"- ინგლისური კლუბი კვარაცხელიას შეძენას ცდილობს

ხვიჩას გადაბირება პრემიერ-ლიგის კლუბს სურს

გეტყვით იმასაც, რომ მრავალი კლუბის ინტერესის მიუხედავად, პარტენოპეისთვის ხვიჩა ხელშეუხებელია. ამაზე 'ნაპოლის' სპორტულმა დირექტორმაც განაცხადა და აღნიშნა, რომ ხვიჩა გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი