UFC-ის ქართველ ჩემპიონს მერაბ დვალიშვილს 2025 წელს ქამრის დაცვა მოუწევს და უახლოეს პერიოდში მომდევნო მეტოქის ვინაობაც უნდა დასახელდეს.
დვალიშვილთან ბრძოლის ყველაზე კარგი ვარიანტები უმარ ნურმაგომედოვს და ფიგერედოს აქვთ, რომელთაგანაც მერაბის სასურველი მეტოქე ბრაზილიელია, თუმცა ქართველი მანქანა არცერთთან ბრძოლაზე უარის თქმას არ აპირებს.
რამდენიმე დღის წინ, მერაბმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ უმართან ჩხუბი თებერვალში შეუძლია, რადგან მანამდე რამადანია და ნურმაგომედოვს რამადანის პერიოდში ჩხუბი არ შეუძლია, რასაც ახლახანს დაღესტნელმა მებრძოლმა უპასუხა.
"დვალიშვილს მოვუწოდებ, რომ მიზეზების ძებნა შეწყვიტოს, რადგან დრო მომზადებისთვის საკმარისზე მეტი ექნება. მისი განცხადება პროვოკაციული იყო. ის ბრძოლას მარტში ითხოვს, რადგან იცის რომ რამადანია - მე კი შემიძლია მას თებერვალშიც დავუპირისპირდე", - განაცხადა უმარმა.