სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა, რომელიც ოთარ კიტეიშვილის შტურმმა ბრიუგესთან 0:1 წააგო.
ავსტრიულმა კლუბმა მატჩის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში, კერძოდ 23-ე წუთზე გაუშვა, რომლის ავტორიც ბერძენი კრისტოს ცოლისი გახდა.
ქართველი ნახევარმცველი თავიდანვე სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და საბოლოო შეფასების სახით 6.7 რეიტინგი დაიმსახურა, რაც შტურმში ერთ-ერთი მაღალი შეფასება გახლდათ.
სამწუხაროდ, ორი ტურის შემდეგ კიტეიშვილის გუნდს ქულა ჯერ არ მოუპოვებია.