ჩემპიონთალიგური შეხვედრების პარალელურად, გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა ჩემპიონშიპში პრესტონთან ითამაშა და დიდი ანგარიშით, 3:0 წააგო.
როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენეს და შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ამავე თამაშის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო.
10-ბალიანი შეფასების სისტემაში ჩაკვეტაძე უოტფორდიდან ერთადერთი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც 7.0-ზე მაღალი რეიტინგი მიიღო (7.2), დანარჩენებს კი ყველას უფრო დაბალი შეფასება დაუწერეს.
სხვათა შორის, დაახლოებით იგივე მოხდა რამდენიმე ტურის წინ ნორვიჩთან წაგებული თამაშის დროსაც, სადაც უოტფორდი 4:1 განადგურდა, თუმცა ჩაკვეტაძე კვლავ ჩვეულ სტიქიაში იყო და ყველასგან გამორჩეულად თამაშობდა.