უმცროსი ბორჯღალოსნები 2024 წლის 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგნენ, რომელსაც ნოემბრის შუა რიცხვებში ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა უმასპინძლებს.
ევროპის 5-გზის ჩემპიონი საქართველო, ტიტულის დაცვას მეოთხედფინალური შეხვედრით 16 ნოემბერს იწყებს, ნახევარფინალები 19 ნოემბერსაა ჩანიშნული, ხოლო ჩემპიონი 23-ში, გიორგობა დღეს გამოვლინდება.
მოსამზადებელი ეტაპი 5-ეტაპად გაიმართება. უმცროსი ბორჯღალოსნების 40-კაციანმა შემადგენლობამ მზადება მარტყოფის ბაზაზე დაიწყო. მასში 22 მორკინალი და 18 ხაზის მოთამაშეა. სატურნიროდ მათგან 26 უნდა შეირჩეს.
წელს 18-წლამდელები განსაკუთრებულ სეზონს ატარებენ. ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა გაზაფხულზე 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე, ხოლო ზაფხულში სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე ითამაშეს და ახლა მესამე ტურნირზე მიემგზავრებიან.
იმისათვის, რომ საერთაშორისო გამოცდილება რაც შეიძლება მეტმა მოთამაშემ მიიღოს, სამხრეთ აფრიკის ტურნირიდან გაფართოებულ შემადგენლობაში სულ 12 მოთამაშეა – 8 შერკინებიდან და 4 ხაზიდან. აქცენტი სრულად ადგილობრივ მოთამაშეებზე გაკეთდა და გაფართოებულ რაზმში არცერთი ლეგიონერი არაა.
წყარო: rugby.ge