გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 34 წლის მარიო ბალოტელი "ადანასპორის" დატოვების შემდეგ, კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.
იტალიელი შემტევი მუხლის ტრავმას მკურნალობს და ამიტომ, ჯერჯერობით, უგუნდოდ იყო.
ესპანური მედიის ინფორმაციით, მარიო ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის კლუბ "ალიკანტეს" შეუთანხმდა. იტალიელი ესპანეთში ჩავა და მკურნალობის დასრულებას იქ შეეცდება.