ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. განსაკუთრებით საინტერესო გოლთა რაოდენობის მხრივ გამოდგა "დორტმუნდისა" და "სელტიკის" დაპირისპირება, რომელიც გერმანელთა გამარჯვებით 7:1 დასრულდა.
ბორუსიელებს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 2/2 გამარჯვება აქვთ და მომდევნო მატჩს, 22 ოქტომბერს, "რეალის" წინააღმდეგ გამართავენ.
შოტლანდიელები კი 23 ოქტომბერს "ატალანტას" ესტუმრებიან.