"პირველი ვიქნები, ვინც ჰოლოუეის გათიშავს" - ილია თოფურია განსაკუთრებულად ემზადება » სპორტის ხაზი

"პირველი ვიქნები, ვინც ჰოლოუეის გათიშავს" - ილია თოფურია განსაკუთრებულად ემზადება

"პირველი ვიქნები, ვინც ჰოლოუეის გათიშავს" - ილია თოფურია განსაკუთრებულად ემზადება
2-10-2024, 00:29
Aa Aa
გაზიარება:

ილია თოფურია 26 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, ქამარს პირველად დაიცავს, მეტოქე მაქს ჰოლოუეია.

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ბრძოლასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

"ვიქნები პირველი, ვინც მას გათიშავს. ეს იქნება აბსოლუტური დომინაცია.

ეძღვნება ყველა ბიჭსა და გოგოს, ვინც მომყვება და სჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია,

მთავარია გქონდეს მიზანი და რწმენა, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ეკარგება იმას, თუ საიდან მოდიხარ, უნდა იცოდე სად მიდიხარ.

მადლობა ესპანეთსა და საქართველოს ყველაფრისთვის, რაც მომეცით და რასაც მაძლევთ. თქვენ გეძღვნებათ. 16-0-0 და კვლავ დაუმარცხებელი.

დაუმარცხებელის მენტალიტეტი იმისაა, ვისაც ოცნებები რეალობად ქცევის რწმენა შესწევს." - ვკითხულობთ ჩემპიონის ინსტაგრამზე.

ილია თოფურია 26 ოქტომბერს UFC 308-ზე ქამარს პირველად მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს. ღონისძიება აბუ-დაბიში გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი